|
2015-09-14 10:50:38, 667 ნახვა
საზოგადოება
ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ახალი გზის ნაწილი გაიხსნა
ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ახალი გზის ნაწილი, რომელიც 13 ივნისის სტიქიამ დააზიანა, დღეს, 08:00 საათიდან გაიხსნა. დასკვნით სამუშაოებს გუშინ თბილისის მერი დავით ნარმანია მოადგილესთან, გიორგი სოლომონიასთან და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან, ავთანდილ სუდაძესთან ერთად გაეცნო. „გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ დავიწყეთ გზის აღდგენა. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა პროექტირება და სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხვალ დილით, 8 საათიდან გაიხსნება მოძრაობა თამარაშვილის ქუჩიდან გმირთა მოედნის მიმართულებით. ავტომანქანებს შეეძლებათ ხილიანზე გადასვლა, ასევე პოლიციის გავლით ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე ასვლა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერის თქმით, 15 სექტემბერს გმირთა მოედნიდან თამარაშვილის მიმართულებით მიმავალი გზის გახსნა იგეგმება. გაიხსნება ასევე საბურთალოსთან დამაკავშირებელი გვირაბიც. „დღეს ღამის განმავლობაში ადგილზე იმუშავებს დასუფთავების სამსახური, მოირეცხება გზა, საპატრულო პოლიციასთან კოორდინაციით ნაკადები მოწესრიგდება და მოძრაობასთან დაკავშირებული დისკომფორტი ნაწილობრივ მოიხსნება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. მისივე თქმით, პროექტზე მუშაობისას გამოსწორდა რამდენიმე დეფექტი, რომელიც საავტომობილო მოძრაობას დამატებით განტვირთავს. „კერძოდ, გვირაბიდან მომავალი ავტომანქანები, რომელთაც სურთ პოლიციის შენობის გავლით ჭავჭავაძის გამზირზე ასვლა, აღარ შემოვლენ მთავარ მაგისტრალზე და აღარ შეაფერხებენ მოძრაობას. ჩვენ დავამატეთ ახალი ზოლი, რომლის გავლითაც ისინი იმოძრავებენ და პირდაპირ ავლენ პოლიციის შენობასთან“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერის განცხადებით, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სექტემბრის ბოლოს მთლიანად დასრულდება.
ჟორჟოლიანი: რეფორმატორთა საბჭო „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად იმუშავებს
ანკარის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
ქეთევან თოიძემ Tashkent International Investment Forum-ზე გალტ & თაგარტის გამოცდილება გააზიარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)