|
2020-09-03 13:51:16, 2431 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - კომედიური ჟანრიდანაა, როცა ხელისუფლება მოწინააღმდეგეებს პანდემიის მიზეზით სახლში ჩაკეტავს და მომხრეებს ხმის მისაცემად გამოუშვებს
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ კომიკური უწოდა ოპონენტების მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ ხელისუფლებამ პანდემია პოლიტიკური მიზნებისთვის შეიძლება გამოიყენოს წინასაარჩევნოდ. მისი თქმით, ეს იგივე ჟანრია, როდესაც 500 მეტრიდან შეუძლია კოორდინატორს ამომრჩეველს აზრი შეაცვლევინოს. „ეს არ არის მოგონილი, ამას რეალურად ლაპარაკობენ ადამიანები, რომელთაც ხშირ შემთხვევაში თვალდაბინდებულებს ჭკუა არ მოეკითხებათ. როგორ შეიძლება ხელისუფლება სარგებლობდეს ამ უბედურებით, რომელმაც მთელი მსოფლიო ასეთ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. ან ხელისუფლება როგორ შეიძლება სარგებლობდეს ეკონომიუკური სიდუხჭირით, რომელიც კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვა ეკონომიკურად შეჭირვებულ ქვეყანას, რომლის ტერიტორიების ნაწილიც სწორედ იმ ხალხის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშია ოკუპირებული, რომლებიც დღეს ამ სულელურ განცხადებებს აკეთებენ. ყურადღების გადატანა არის მთავარი ამოცანა, როდესაც ამათი ჩადენილი ბოროტების უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ რაც დღეს ძალიან მძიმედ გვაწევს კისერზე, არა მარტო ხელისუფლებას, არამედ ნებისმიერ ოჯახს საქართველოში“, -განაცხადა გია ვოლსკიმ.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)