08:28 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-02 21:19:05, 3434 ნახვა

საზოგადოება
გიორგი ხანიშვილი - მნიშვნელოვანია განსაკუთრებით სასურსათო ხორბლის თვალსაზრისით, ქვეყანა იყოს თვითკმარი

“მნიშვნელოვანია განსაკუთრებით სასურსათო ხორბლის თვალსაზრისით, ქვეყანა იყოს თვითკმარი” , - ამის შესახებ გიორგი ხანიშვილმა განაცხადა.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის 2021-2027 წლების სტრატეგიის მიხედვით, ქვეყანაში სასურსათო უზრუნველყოფის ზრდა გათვალისწინებულია ყველა, მათ შორის, მარცვლოვანი კულტურების წარმოების მიმართულებით. გასულ წელს გვქონდა მნიშვნელოვანი ზრდა სიმინდის წარმოების თვალსაზრისით, მიმდინარე წელს ზრდის მაჩვენებელი კიდევ უფრო შთამბეჭდავია, რადგან, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში სიმინდის ნათესი ფართობები გაზრდილია. ამასთანავე, შემუშავებულია პროგრამა, რომელიც ზოგადად მარცვლეული კულტურის განვითარებას ემსახურება.

ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელიც ეხება სათესლე და სარგავი მასალების გაუმჯობესებას, კატალოგის შემოღებას, ჯიშებზე მეცნიერულ დაკვირვებას და ა.შ. უკვე არსებობს კატალოგი, რომელშიც შეყვანილია ის მაღალპროდუქტიული ჯიშები, რომელიც ქართულ რეალობაში იძლევა უკეთეს შედეგებს. დღეს ბევრი სახელმწიფო პროექტი მუშაობს, რომელიც მარცვლეული კულტურის მწარმოებლებს ეხმარება. გვინდა, ეს პროექტები კიდევ უფრო გაძლიერდეს. წლევანდელი წლის მოსავალი, გასულ წელთან შედარებით, საშუალო სტატისტიკურზე მაღალია. თუმცა ეს საკმარისი არ არის.

ჩვენ გვინდა, რომ ამ მხრივ, განსაკუთრებით სასურსათო ხორბლის თვალსაზრისით, ქვეყანა იყოს თვითკმარი.  ჩვენ ვთანამშრომლობთ ფრანგულ, ავსტრიულ კომპანიებთან და ვფიქრობ რომ დიდი წარმატებები გვექნება. ასევე ვმუშაობთ ქერის და სიმინდის მიმართულებითაც“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics