17:52 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-02 15:51:21, 2900 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ღალატს ბოდიში არ შველის - სააკაშვილი არჩევნებზე უმკაცრეს პასუხს მიიღებს

„მათ ჩაიდინეს ღალატი და ღალატს ბუნებრივია ბოდიში არ შველის და ვერ შველის. შესაბამისად, ამ ბოდიშისთვის და კიდევ უფრო მეტად მისი დანაშაულებისთვის მიხეილ სააკაშვილი მიიღებს უმკაცრეს პასუხს ამ არჩევნებზე", - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბოდიშს.

„როდესაც 8 წლის თავზე, არჩევნების წინ გახსენდება შენ უმძიმესი დანაშაულები, რომელიც ჩაიდინე და ამისთვის იხდი ბოდიშს, ამას ვერავის ვერ „აჭმევ" და საზოგადოება არათუ გაგებით არ მოეკიდება ასეთ რამეს, არამედ სათანადო მკაცრ პასუხს გასცემს ამ ბოდიშსაც, რომელიც „მოიხადა" მიხეილ სააკაშვილმა ამომრჩევლის წინაშე.

ბოდიში არ შველის ისეთ უმძიმეს დანაშაულებს, როგორიც არის ბიზნესის რეკეტი, ადამიანების მკვლელობა, წამება, გაუპატიურება, რუსეთისთვის ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ჩაბარება და შემდეგ ევროსაბჭოში რეზოლუციის მხარდაჭერით ოკუპაციის გაფორმება. მათ ჩაიდინეს ღალატი და ღალატს ბუნებრივია ბოდიში არ შველის და ვერ შველის. შესაბამისად, ამ ბოდიშისთვის და კიდევ უფრო მეტად მისი დანაშაულებისთვის მიხეილ სააკაშვილი მიიღებს უმკაცრეს პასუხს ამ არჩევნებზე. მე  ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პარტია ერთნიშნა მაჩვენებლით დაამთავრებს არჩევნებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics