|
2020-09-02 12:10:36, 3673 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველომ ვაქცინების გლობალურ ალიანსში 700 ათასამდე ასაცრელი მასალა შეუკვეთა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველომ ვაქცინების გლობალურ ალიანსში 700 ათასამდე ასაცრელი მასალა შეუკვეთა. მისი თქმით, კორონავირუსის ვაქცინის დამტკიცების შემდეგ ის ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის. „დღეს საკოორდინაციო საბჭოზე იყო სერიოზული მსჯელობა. ჩვენმა ქვეყანამ უკვე 31 რიცხვში გავაკეთეთ ოფიციალური განაცხადი ვაქცინების გლობალურ ალიანსში, რომ საქართველო დაინტერესებულია კოვიდის პლატფორმაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. შეკვეთილია მოსახლეობის 20%-ის მოცვით, რაც დაახლოებით გახლავთ 700 ათასი ადამიანის ასაცრელი მასალა, როდესაც ვაქცინა დამტკიცდება შესაბამისი განფასებით. ასევე, გვაქვს კიდევ 2 დედლაინი, რომლის ხელშეკრულებაც 18-ში უკვე გაფორმდება და 8 ოქტომბრამდე გადაირიცხება პირველი შენატანი, რომლითაც საქართველო გარანტირებული იქნება მაშინ, როდესაც ვაქცინა დამტკიცებული იქნება სხვადასხვა მარეგულირებელი ორგანიზაციების მიერ და მათ შორის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული, ის იქნება ხელმისაწვდომი ჩვენი მოსახლეობისთვის და რა თქმა უნდა, პირველ რიგში რისკ ჯგუფებისთვის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)