|
2020-09-02 10:12:04, 3410 ნახვა
ომი უკრაინაში
მესტიაში საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა
დღეიდან, 2 სექტემბრიდან, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, დაბა მესტიასა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვები გაუქმდა. შესაბამისად, პოლიციის მიერ მოწყობილი საკონტროლო გამშვები პუნქტები მოხსნილია და მოქალაქეებს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ერთეულში გადაადგილება შეუფერხებლად შეუძლიათ. პოლიცია სვანეთის რეგიონში საკარანტინო შეზღუდვებს 22 დღის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში აკონტროლებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად ინტენსიურ რეჟიმში პატრულირებდნენ. ამასთანავე, პოლიციამ უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით უზრუნველყო სვანეთიდან მოქალაქეთა ესკორტირება სხვადასხვა რეგიონში მდებარე საკარანტინო სივრცეების მიმართულებით. მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, დაბა მესტიასა და ლენჯერში 10 აგვისტოდან შესვლა-გამოსვლა შეზღუდული იყო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)