|
2020-09-01 13:56:18, 2328 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე - ცვლილებები, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კოდექსში წარმოადგინა, თვალის ასახვევად შემოგდებული ფანდია
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ყველამ ძალიან კარგად იცის, საარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ 8-წლიანი საქმიანობის საფირმო ნიშანი ძალადობა, დაშინება და მოსყიდვა იყო. როგორც მან პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, ცვლილებები, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კოდექსში წარმოადგინა, თვალის ასახვევად შემოგდებული ფანდია და ამ საკენკს აღარავინ აკენკავს. „ყველამ ძალიან კარგად იცის, „ქართული ოცნების“ 8-წლიანი საქმიანობის საფირმო ნიშანი საარჩევნო პერიოდში იყო ძალადობა, დაშინება, მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსი გამოყენება, კრიმინალების ჩართვა საარჩევნო პროცესში და მათი გამოყენება მეზობლების, ახლობლებისა და მათი გარემოცვის დასაშინებლად. თურმე, თქვენ ახლა შემოგაქვთ არნახული ცვლილებები და ამით გინდათ მოატყუოთ საერთაშორისო პარტნიორები. თურმე, პრობლემა იმაში ყოფილა, რომ დღევანდელ კანპონში რაღაც სანქცია მხოლოდ ორ წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. თქვენს მიერ შემოტანილ კანონპროექტში გაამკაცრეთ და გახადეთ სამი წელიწადი. ამის გამო ხდებოდა თურმე საარჩევნო ყუთების გატაცება, საარჩევნო ოლქების დარბევა, ოპოზიციის წარმომადგენლების ცემა ზონდერ ჯგუფების მიერ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)