|
2020-08-31 13:11:30, 1428 ნახვა
პოლიტიკა
თორნიკე რიჟვაძე - გავაგრძელებთ მუშაობას, რომ არცერთი დაბა, ხეობა არ დარჩეს თანამედროვე გზების და შესაბამისი ინფრასტრუქტურის გარეშე
გავაგრძელებთ მუშაობას, რომ არცერთი დაბა, ხეობა არ დარჩეს თანამედროვე გზების და შესაბამისი ინფრასტრუქტურის გარეშე, - ამის შესახებ ჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამაში მოსახლეობის თანადგომა სჭირდება. „დღევანდელი დღის მთავარი მიზანი, მიზეზი - კიდევ ერთხელ გაგაცნოთ ორი ძალიან ღირსეული ადამიანი, რომელზეც ჩვენ არჩევანი შევაჩერეთ. ისინი ღირსეულად წარმოადგენენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს როგორც აჭარის უმაღლეს საბჭოში, ისე საქართველოს პარლამენტში. ჩვენ გავითვალისწინებთ სიით შემადგენლობაში, რომ ყველა მუნიციპალიტეტს ჰყავდეს თავისი წევრი წარმომადგენლობით ორგანოში. 2012 წლიდან დღემდე არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა და ამ 8 წლის განმავლობაში არაერთი მიღწევა გვაქვს, როგორც სოციალური სახლების მშენებლობის ნაწილში, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით. ამ ყველაფერზე, ჩვენ, ყოველდღიურ რეჟიმში ვაწარმოებთ აქტიურ კომუნიკაციას როგორც თქვენთან, ისე სოფლის, დაბის დონეზე. ყველა ის მიმდინარე პროექტი, რომელიც ხორციელდება მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში, მაღალი ხარისხით, მიმართულია იქით, რომ თითოეულმა ხელვაჩაურელმა საკუთარი ოჯახის კეთილდღეობის დონეზე იგრძნოს ეს მიღწევები. ძალიან მალე დასრულდება გაზიფიცირება და ყველა მიიღებს ბუნებრივ აირს საკუთარ ოჯახებში. ასევე, ჩვენ ერთად, ძალიან აქტიურად ვავითარებთ წყალმომარაგების და წყალარინების სისტემებს, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ხელვაჩაურში, არცერთ დასახლებულ პუნქტში, მწვავედ აღარ იდგეს წყალმომარაგების პრობლემა. ამავე დროს, ცენტრალურ მთავრობასთან ერთად, გავაგრძელებთ მუშაობას, რომ არცერთი დაბა, ხეობა არ დარჩეს თანამედროვე გზების და შესაბამისი ინფრასტრუქტურის გარეშე. ამ ყველაფერს სჭირდება თქვენი თანადგომა. ბუნებრივია, მოველით და გვაქვს იმის იმედი, რომ კიდევ ერთხელ დაგვიდგებით გვერდში, რათა ერთად გავაგრძელოთ იმ ღირსეული და სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობა, რომელსაც 2012 წელს ჩაეყარა საფუძველი“, - განაცხადა რიჟვაძემ.
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
„ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ უკანონო ნაბიჯს სამართლებრივი და პოლიტიკური გზით დაუპირისპირდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)