|
2020-08-30 12:42:47, 3883 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - ჩვენ ყველა მიმართულებით გვაქვს მიღწევები, წინ გადადგმული ნაბიჯები, განხორციელებული პროგრამები, მაგრამ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ არსებობს პრობლემები და გამოწვევები
„ჩვენ ყველა მიმართულებით გვაქვს მიღწევები, წინ გადადგმული ნაბიჯები, განხორციელებული პროგრამები, ავიღოთ ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, განათლება , მაგრამ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ არსებობს პრობლემები და გამოწვევები“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ქედაში ყოფნისას განაცხადა. “მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო ქედელებო! მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მივესალმები აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, მივესალმები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, დამსწრე საზოგადოებას. ძვირფასო სტუმრებო, პირველ რიგში მინდა მადლობა მოგახსენოთ დღეს აქ მობრძანებისთვის. ჩემთვის დიდი პატივია მოგმართოთ თქვენ, თავისუფალ, დაუღალავ, ენერგიულ და შეუპოვარ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად ეზიარებით ფლორისა და ფაუნის ამ საოცრებას, ინარჩუნებთ და უფრთხილდებით წინაპართა დანატოვარს, ტრადიციებს, ამავდროულად კი ყოველდღიურად იღწვით თქვენი ოჯახების, კუთხისა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის. ალბათ ყველანი დამეთანხმებით, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ქედის მუნიციპალიტეტში, ისევე, როგორც, მთლიანად მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ადამიანების მიმართ დამოკიდებულება ფუნდამენტურად შეიცვალა, რა თქმა უნდა , უკეთესობისკენ. დღეს, ისე, როგორც არასდროს, ხელისუფლებისგან განსაკუთრებული ყურადღება გექცევათ და ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ სახელმწიფო სიკეთეებით თითოეულმა თქვენგანმა მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ! გასული წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელისუფლების მიერ, როგორც ქედის მუნიციპალიტეტის დაფინანსება, ისე განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების რაოდენობა. ამ ძალისხმევის, მათ შორის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების, შედეგად საგრძნობლადაა გაზრდილი ამ მხარის ტურისტული პოტენციალი და ამ სექტორიდან მოსახლეობის მიერ მიღებული შემოსავალი. ხელისუფლების გათვლებითა და ხელშეწყობით, ტურიზმის სფეროდან მიღებული შემოსავალი კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს, რადგან მხარე განსაკუთრებულად გამორჩეულია ამ ულამაზესი ბუნებით, უნიკალური გასტრონომიული კულტურითა და ავთენტურობით, რაც ტურიზმის განვითარებისთვის ნაყოფიერ ნიადაგს წარმოადგენს. ჩვენ ყველა მიმართულებით გვაქვს მიღწევები, წინ გადადგმული ნაბიჯები, განხორციელებული პროგრამები, ავიღოთ ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, განათლება , მაგრამ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ არსებობს პრობლემები და გამოწვევები. რა თქმა უნდა, ერთიანი ძალისხმევით შესაძლებელია ყველა პრობლემისა და გამოწვევის გადალახვა, როგორც 2012 წელს, როდესაც დაიწყო პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" მოღვაწეობა, ყველა გავერთიანდით მისი დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ და ძალიან ბევრ გამარჯვებას მივაღწიეთ. დარწმუნებული ვარ არჩევნებში, რომელიც ახლოვდება 31 ოქტომბერს, ჩვენ შევძლებთ გავიმარჯვოთ ერთად. ერთად საქართველოს წარმატებისთვის !”, - განაცხადა კახა კალაძემ.
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
„ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ უკანონო ნაბიჯს სამართლებრივი და პოლიტიკური გზით დაუპირისპირდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)