|
2020-08-30 12:26:21, 2945 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების” ლიდერებმა ბათუმში, ახლად აშენებული სპორტული კომპლექსი დაათვალიერეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა რესან კონცელიძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატმა ტიტე აროშიძემ, ბათუმში, ახლად აშენებული სპორტული კომპლექსი დაათვალიერეს. მმართველი გუნდის ლიდერებს კომპლექსის დირექტორმა ბაქარ ჩიტაიამ პროექტის დეტალები გააცნო და აღნიშნა, რომ ბათუმის უნივერსალურ სპორტულ კომპლექსში ახლა მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. „ქართული ოცნების" ლიდერებმა ხაზი გაუსვეს აჭარაში სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მასშტაბური სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მნიშვნელობას. ამ ეტაპზე, სპორტულ კომპლექსში მიმდინარეობს დარბაზებისა და ტრიბუნის მოპირკეთება, დასრულდა სკამების მონტაჟი. პროექტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აფინანსებს და მისი ბიუჯეტი 62 მლნ ლარია. ბათუმში კიდევ ერთი მასშტაბური სპორტული პროექტი, ახალი სპორტული ბაზის და ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი 2 500 ბავშვზეა გათვლილი და მისი ღირებულება 9 მლნ ლარია. მშენებლობაზე 50 ადამიანია დასაქმებული.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)