15:54 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-27 12:44:05, 3186 ნახვა

პოლიტიკა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო არჩევნებიდან მოხსნას ითხოვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური პარტია „პატრიოტთა ალიანსის“  საპარლამენტო არჩევნებიდან მოხსნას ითხოვს.

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები პირდაპირ არიან ოკუპანტ სახელმწიფოსთან დაკავშირებულები და მათ რბილ ძალას წარმოადგენენ საქართველოში.

„ამ დღეებში გავრცელდა დოკუმენტებით დადსტურებული ინფორმაცია, რომ პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ კრემლიდან ფინანსდება. ჩვენ ძალიან კარგად ვიცოდით, ამ ორგანიზაციის საქმიანობა. ისინი პირდაპირ არიან ოკუპანტ სახელმწიფოსთან დაკავშირებულები და მათ რბილ ძალას წარმოადგენენ საქართველოში. ატარებენ კრემლის პოლიტიკას.  ახლა ჩვენ გვაქვს კონკრეტული იფნორმაცია მათ დაფინანსებაზე. საუაბრია 8 მილიონ 430 ათას დოლარზე.

ენმ მოითხოვს ხელისუფლებისგან ეს ორგანიზაცია როგორც ანტისახელმწიფოებრივი და კრემლის მიერ მართული, საარჩევნო პროცესიდან მოიხსნას და ჩამოშორდეს საპარლამენტო არჩევნებს. დარწმუნებული ვარ ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს ყველა ნორმალური პოლიტიკური გაერთიანება თუ ცალკეული მოქალაქე, რადგან ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზეა საუბარი“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics