|
2020-08-25 11:24:12, 5475 ნახვა
ომი უკრაინაში
ჰონგ კონგელმა მეცნიერებმა კორონავირუსით ხელახლა ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოავლინეს
ჰონგ კონგელი მეცნიერების ცნობით, მათ კორონავირუსით ხელახალი ინფიცირების შემთხვევა გამოავლინეს. ამის შესახებ BBC წერს. მისივე ინფორმაციით, ვირუსი 4.5 თვის შემდეგ 33 წლის მამაკაცს მეორედ დაუდასტურდა. ეს პირველი შემთხვევაა მსოფლიოში, როდესაც კორონავირუსით ადამიანი მეორედ დაავადდა. მეცნიერების ცნობით, კორონავირუსის ინფექცია მამაკაცს ხელმეორედ მას შემდეგ დაუდასტურდა, რაც ის ესპანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. პირველი ინფიცირების დროს მამაკაცს მსუბუქი სიმპტომები ჰქონდა და ვიდრე ვირუსისგან განიკურნებოდა, 14 დღე საავადმყოფოში გაატარა. ხელმეორედ ინფიცირებისას მამაკაცს არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, მხოლოდ ერთ შემთხვევაზე დაყრდნობით დასკვნის გაკეთება არ უნდა მოხდეს. ჰონგ კონგელი მეცნიერები აცხადებენ, რომ კორონავირუსის გენომს ორი განსხვავებული შტამი აქვს. მეორე შტამი იმის მსგავსია, რომელიც მარტი-ივლისის პერიოდში ევროპაში იყო გავრცელებული. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელახალი ინფიცირება, შესაძლოა, იშვიათი შემთხვევა იყოს. მათივე განცხადებით, მოსალოდნელია, რომ დროთა განმავლობაში ვირუსმა მუტაცია განიცადოს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)