|
2020-08-21 23:25:54, 1721 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - გარდაბანი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და გამორჩეული ადგილია
„გარდაბანი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და გამორჩეული ადგილია“ , - ამის შესახებ თბილისი მერმა, კახი კალაძემ განაცხადა. „ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით, მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბატონ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარე ბატონ არჩილ თალაკვაძეს, მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, სასულიერო პირებს. მინდა, ყველას მადლობა მოგახსენოთ დღეს აქ მობრძანებისთვის. გარდაბანი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და გამორჩეული ადგილია. თქვენ საქართველოს გამორჩეული მოქალაქეები ხართ, მოქალაქეები, რომლებიც თქვენი ყოველდღიური შრომით აძლიერებთ საქართველოს და ჩვენი ქვეყნის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეგაქვთ. „ქართული ოცნება" თქვენთან ერთად კიდევ ერთი გამარჯვებისთვის ემზადება. ჩვენმა ერთობამ, ჩვენმა ერთობლივმა ბრძოლამ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ხელისუფლებას დამნაშავე, ძალადობრივი რეჟიმი ჩამოაშორა. რეჟიმი, რომელიც ამცირებდა, კლავდა, ატერორებდა ადამიანებს და უპასუხისმგებლო, დანაშაულებრივი ნაბიჯებით ჩვენი ქვეყანა ჩიხში შეყავდა, რაც ძალიან მტკივნეული იყო ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის. „ქართულმა ოცნებამ" ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა. განათლება და ჯანდაცვა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა, ადამიანებს სამართლიანობის განცდა დაუბრუნდათ და დღეს, ყველა მოქალაქეს შეუძლია, სახელმწიფოს დახმარებით საკუთარი ოჯახი და საკუთარი რეგიონი ეკონომიკურად გააძლიეროს. გაიხსნა უამრავი საწარმო, გაიზარდა მეურნეობების რაოდენობა და მოქალაქეს მისი პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა აღარ უდგას. ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულებით სადაც ძალიან ბევრი პროგრამა იქნა განხორციელებული და ადამიანებს მიეცა შესაძლებლობა, ესარგებლა სხვადასხვა პროგრამით, რომელიც სახელმწიფოს მხარდაჭერით დღესაც წარმატებით ფუნქციონირებს. ჩვენ გვაქვს მომავლის სწორი ხედვა და გამარჯვების რწმენა, რწმენა, რომ ჩვენი ქვეყანა გლობალური პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, წარმატებული იქნება და თქვენთან ერთად ყველა გამოწვევას ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად აუცილებლად გავუმკლავდებით. დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელიც იქნება თქვენი წარმომადგენელი, თქვენი ხმა საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. მას ჭირდება თქვენი მხარდაჭერა, თქვენი თანადგომა და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთიანი ძალისხმევით აუცილებლად გავიმარჯვებთ და ეს არ იქნება მხოლოდ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გამარჯვება, ეს იქნება სრულიად ჩვენი ქვეყნის გამარჯვება. ერთად საქართველოს წარმატებისთვის!“ , - განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)