|
2020-08-19 12:01:08, 15902 ნახვა
ომი უკრაინაში
21 აგვისტოდან დაბა მესტიისა და ლენჯერის გარდა, მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი გაიხსნება
21 აგვისტოდან მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი, გარდა დაბა მესტიისა და სოფელ ლენჯერისა, გაიხსნება, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერატიული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ ორ სოფელში გაგრძელდება ინტენსიური ტესტირება და ყველა შესაბამისი გადაწყვეტილება ვითარებიდან გამომდინარე იქნება მიღებული. „როგორც მოგეხსენებათ, მესტიის მუნიციპალიტეტში 10 აგვისტოდან დაიწყო შეზღუდვები, ამ პერიოდიდან დღემდე, განხორციელდა ბევრი ეფექტური ღონისძიება, რომელიც ჩვენ დაგვეხმარა ეპიდემიის აღკვეთასა და შეჩერებაში. მინდა გაცნობოთ, რომ დღეს უწყებათაშორისო საკოორდინაციო საჭოზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 21 აგვიტოდან გაიხსნება მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი, გარდა დაბა მესტიისა და სოფელ ლენჯერისა, აღნიშნულ ორ სოფელშიც გაგრძელდება ინტენსიური ტესტირება და არსებული ვითარებიდან გამომდინარე მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)