|
2020-08-17 23:53:27, 987 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - ჩვენ რუსთავთან ერთად ვემზადებით გამარჯვებისთვის
„გამოცდილი გუნდით და ახალი გეგმებით, ჩვენ მზად ვართ, კვლავ ავიღოთ ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ რუსთავში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ" მოსახლეობას რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ნინო ლაცაბიძე წარუდგინა. „მადლობას გიხდით თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, კამპანიაში აქტიური მონაწილეობისთვის. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ჩვენ რუსთავთან ერთად ვემზადებით გამარჯვებისთვის! რა განაპირობებს საზოგადოების ნდობას ჩვენი გუნდის მიმართ და რატომ ირჩევენ მოქალაქეები "ქართულ ოცნებას"! "ქართულმა ოცნებამ" ყველაზე უკეთ შეძლო: დაეცვა მშვიდობა და სტაბილურობა; ზრუნვა ადამიანზე, მის ჯანმრთელობაზე და ადამიანის უფლებების დაცვაზე; ბიზნესის თავისუფლების და საკუთრების დაცვა; სწორი, პროგრესული და პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკის გატარება! გამოცდილი გუნდით და ახალი გეგმებით, ჩვენ მზად ვართ, კვლავ ავიღოთ ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობა!განათლების სისტემის რეფორმირებით და დაფინანსების გაზრდით; ეკონომიკური და სოციალური ინფრასტრუქტურის მშენებლობით და განახლებით; კერძო სექტორის, სერვისების და მეწარმეობის აქტიური ხელშეწყობით; აღვადგენთ პანდემიით დაზარალებულ ეკონომიკას და შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს. „ქართული ოცნებ“ არის მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური გუნდი, რომელიც არ დაუშვებს ქვეყნის დაბრუნებას წარსულში! ნინო ლაცაბიძე - განათლებული, პროგრესული და წარმატებული ქალი, პოლიტიკოსი რომელსაც ამ წლების განმავლობაში უშუალო კომუნიკაცია და შეხვედრები ჰქონდა მოქალაქეებთან. მას შეუძლია თქვენთან ერთად, რუსთავისთვის მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობა და თქვენი საჭიროებების მიტანა ხელისუფლებასთან. განათლებით, სამუშაო გამოცდილებით, მოქალაქეებთან პოზიტიური ურთიერთობით და თანაგრძნობის უნარით, კონტაქტებით, ლიდერის თვისებებით, რომელიც ნინოს აქვს - დარწმუნებული ვარ, ის თქვენი საუკეთესო არჩევანი იქნება“,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)