21:52 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-14 11:24:20, 11037 ნახვა

სპორტი
„ტორპედო კვლავ ბოლო წუთებს ითვლის“ - ქუთაისელი გულშემატკივრები პასუხებს ითხოვენ

ქუთაისის „ტორპედო“ დღემდე ადგილობრივი მთავრობის საკუთრებაშია, თუმცა ამ წუთამდე ნებისმიერ ფინანსურ საკითხს იტალიელი ინვესტორი ფაბიო მანინი აგვარებდა.

დღეს ქუთაისელი გულშემატკივრები ზუსტ პასუხებს ითხოვენ, რადგან გუნდს ისევ პრობლემები აქვს.

ქუთაისის მერიის წარმომადგენელმა  ბოლოს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ კლუბის გადაცემის პროცესი იწყება და უახლოეს დღეებში ყველა პრობლემა მოგვარებული იქნებოდა.

ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთი გულშემატკივირი აცხადებს - „გადაცემის პერიოდი საგრძნობლად გაიწელა, იმ კაცსაც მოწყინდება და წავა. გვაინტერესებს ზუსტი პასუხები ან ერთი გვითხრან ან მეორე. მიღებული პასუხების შესაბამისად ვიმოქმედებთ ჩვენც“.

დღეს 13:00 საათზე გულშემატკივრებმა შეკრება დაანონსეს ქუთაისის „ტორპედოს“  სტადიონზე, სადაც ადგილობრივ თვითმართველობასა და გუნდის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას შეხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ ფაბიო მანინი დღემდე ელოდება კლუბის გადაცემას. ინვესტორს ზამთარში გაუჩნდა სურვილი შეეძინა ქუთაისის "ტორპედო". მანინი მზად იყო გაესტუმრებინა გუნდის ყველა ვალი, რომელიც წინა მფლობელმა დატოა. დღემდე იტალიელმა ინვესტორმა კლუბის ყველა ვალი დაფარა, გუნდი ახალი სეზონისთვის სრულად მოამზადა და ტრანსფერების თანხაც გაიდახადა.

მიუხედავათ ყველა პირობის შესრულებისა იურიდიულად ქუთაისური გუნდი ინვესტორის საკუთრება არ არის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics