|
2020-08-12 18:42:15, 1133 ნახვა
საზოგადოება
IRI - გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს რომ მთავრობის მთავარი მიღწევა კორონავირუსთან ბრძოლაა
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, რომელიც ახალ კორონავირუსთან ბრძოლასა და ეკონომიკურ გამოწვევებს ეხება, მოსახლეობის 25% პასუხობს, რომ მოქმედი მთავრობის მთავარი მიღწევა "კორონავირუსთან ბრძოლაა". ამავე კითხვაზე მოსახლეობის 15% პასუხობს, რომ მთავრობის მთავარი მიღწევა "არაფერია". 7% ჯანდაცვის რეფორმას ასახელებს, 3% სიტყვის თავისუფლებას, 2-2% კი ინფრასტრუქტურას, დემოკრატიასა და სტაბილურობას. მოსახლეობის თითო-თითო პროცენტი ამბობს, რომ მთავრობის მთავარი მიღწევა განათლების რეფორმა, გზები, პენსიების ზრდა, უვიზო მიმოსვლა, ეკონომიკის გაუმჯობესება და ადამიანის უფლებების დაცვაა. 6% სხვა მიღწევებს ასახელებს, კითხვაზე პასუხი კი 32% არ აქვს. რაც შეეხება მოქმედი მთავრობის მთავარ ჩავარდნას, ყველაზე მეტი, 7% ამბობს, რომ მთავარი ჩავარდნა "ყალბი დაპირებებია". 36%-ს პასუხი არ აქვს. კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორის, რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი – 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 66 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.
ლაშა ფარულავა - ოცნების რეჟიმმა საქართველო რუსული და ირანული სისხლიანი ფულის კრიპტო-სამრეცხაოდ აქცია
შს სამინისტრო 2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ, ასევე გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
„პეტრიოტის“ მწარმოებლები შიშობენ, რომ უკრაინა გააუმჯობესებს და შეამცირებს რაკეტების ღირებულებას - მედია
გივი მიქანაძე – სასკოლო ფორმის ტარება ემსახურება თანასწორობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)