10:44 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-08 12:12:46, 2153 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე - სააკაშვილის ნამდვილი სახეა, როცა სამხედრო თვითმფრინავის დანახვაზე გარბის ბრძოლის ველიდან

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ორი სახე აქვს, ერთი, როდესაც სამხედრო თვითმფრინავის დანახვაზე გარბის ბრძოლის ველიდან და მეორე, როცა ჰააგაში ყალბ განცხადებებს აკეთებს.

მისი თქმით, გუშინ სააკაშვილის მიერ ჰააგაში გაკეთებული განცხადებები პოლიტიკური ფარისევლობის უმაღლესი მწვერვალია.

„მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკაში აქვს ორი სახე, ერთი ნამდვილი სახე არის ის, როდესაც ის სამხედრო თვითმფრინავის დანახვაზე გარბის ბრძოლის ველიდან, ტოვებს სტუმრებს, დაცვის წევრებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს და მეორე, როდესაც ის გუშინ ჰააგაში იდგა და ყალბი განცხადებებით ეხმაურება საქართველოს ინტერესებს. რაც მან გუშინ გააკეთა, ესა პოლიტიკური ფარისევლობის უმაღლესი მწვერვალი“, - განაცხადა თალაკვაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსებს მოუწოდა, მოემზადონ გრძელვადიანი ომისთვის
უკრაინულმა დრონებმა ეკატერინბურგში Wildberries-ის საწყობს ორი კვირის განმავლობაში მეორედ შეუტიეს
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics