|
2015-09-08 16:40:47, 4227 ნახვა
რეგიონი
ცხემლვანას გზის 5 კილომეტრიანი მონაკვეთი პირველად მოასფალტდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ნუგზარ სურმანიძემ, აჭარის მთავრობის აპარატის უფროსთან რუსლან ქორიძესთან, ქობულეთის გამგებელთან სულხან ევგენიძესთან და ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარესთან სულხან ოქროპირიძესთან ერთად ქობულეთი-ჭახათი-ცხემლვანას საავტომობილო გზაზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მოინახულა. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქობულეთი-ჭახათი-ცხემლვანას საავტომობილო გზაზე, სადაც ასფალტის საფარი არასდროს დაგებულა, 4300 მეტრ სიგრძეზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს „კომპანია ბლექ სი გროუპი“ აწარმოებს. დასაქმებულია 15 ადამიანი, მათ შორის 8 ადგილობრივია. ჩასატარებელი სამუშაოების საერთო ღირებულება ტენდერის მიხედვით 1 081 607 ლარს შეადგენს. სამუშაოების დასრულების ბოლო ვადა 2015 წლის 22 სექტემბერია.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)