|
2020-08-07 12:11:43, 1951 ნახვა
პოლიტიკა
ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, ირაკლი აბუსერიძე, ისანში სკვერების გახსნის ღონისძიებას დაესწრო
ისანში სამი ახალი სკვერი გაიხსნა. ინფრასტრუქტურული პროექტების რეაბილიტაციის ფარგლებში, ვაზისუბნის მეოთხე მიკრორაიონის მეორე კვარტლის მე-11 და მე-13 კორპუსებისა და წულუკიძის ქუჩის მეოთხე შესახვევის მეოთხე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიებზე მოეწყო: ბავშვთა გასართობი სივრცეები, საფეხმავლო ბილიკები, ასევე, დამონტაჟდა გარე განათების სისტემები და განთავსდა დასასვენებელი სკამები. მიმდებარე ტერიტორია კი დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა. აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 262 416 ლარი დაიხარჯა. „ჩვენი რაიონის გამწვანებასა და ეკოსისტემაზე ზრუნვას განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ, რადგან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ღია საზოგადოებრივი სივრცეების ხელმისაწვდომობას, მათი ფიზიკური აქტივობის გამოყენების კუთხით და სარეკრეაციო დატვირთვის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაში. დღეს, საკრებულოს წევრ ლევან დავითაშვილთან, ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესა და საუბნო განყოფილების ხელმძღვანელ ხვიჩა ჩალაბაშვილთან ერთად, ისნის რაიონში სამი ახალი სკვერი გავხსენით, შევხვდით მოსახლეობას და სამომავლო გეგმები განვიხილეთ,“ - განაცხადა ისნის რაიონის მაჟორიტარმა ირაკლი აბუსერიძემ.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსებს მოუწოდა, მოემზადონ გრძელვადიანი ომისთვის
უკრაინულმა დრონებმა ეკატერინბურგში Wildberries-ის საწყობს ორი კვირის განმავლობაში მეორედ შეუტიეს
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)