|
2020-08-07 12:07:35, 2201 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია - პუტინის რუსეთი არის საქართველოს მტერი
პუტინის რუსეთი არის საქართველოს მტერი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. მისი თქმით, დღეს არის დღე, როდესაც პატივი უნდა მივაგოთ იმ ხალხს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირა იმას, რომ ჩვენ დღეს თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ, არაოკუპირებულ საქართველოში. „დღეს არის ტრაგიკული დღე ბოლო აქტიური და მასშტაბური აგრესიის, დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩრდილოელი მეზობლისგან, რომელიც რამოდენიმე ასეული წელია ჩვენი თავისუფლების მთავარი საფრთხეა. დღეს არის დღე, როდესაც პატივი უნდა მივაგოთ იმ ხალხს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირა იმას, რომ ჩვენ დღეს თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ, არაოკუპირებულ საქართველოში. მათმა თავგანწირვამ, ქართულმა საზოგადოებამ და შემდეგ დაგვიანებულად, მაგრამ მაინც, თავისუფალი სამყაროს პრინციპულმა მხარდაჭერამ შეგვინარჩუნა ჩვენ სახელმწიფოებრიობა. ჩვენი, ყველას ვალია, რომ ამ მონაპოვარს გავუფრთხილდეთ. პუტინის რუსეთი არის საქართველოს მტერი“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსებს მოუწოდა, მოემზადონ გრძელვადიანი ომისთვის
უკრაინულმა დრონებმა ეკატერინბურგში Wildberries-ის საწყობს ორი კვირის განმავლობაში მეორედ შეუტიეს
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)