02:18 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-06 17:58:35, 2929 ნახვა

მსოფლიო
Facebook-მა და Twitter-მა დონალდ ტრამპის მიერ გავრცელებული ვიდეო კორონავირუსის შესახებ დაბლოკეს და მას დეზინფორმაცია უწოდეს

შტატების პრზიდენტმა სოციალური ქსელების მეშვეობით ვიდეო გაავრცელა, სადაც ტრამპი ნათლად ამტკიცებდა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბავშვებს იმუნიტეტი გააჩნიათ.

ვიდეო FoxNews-თან მიწოდებული ინტერვიუდან იყო.

ამერიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის განცხადებით კოვიდ-19-ის იმუნიტეტის დადგენა ასაკობრივი ზღვარით შეუძლებელია.

აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურმა ქსელებმა ოფიციალური განცხადება გააკეთეს.

Facebook-ის განცხადებით ვიდეო მიმართვა შეიცავდა დეზინფორმაციასა და არღვევდა სოციალური ქსელის შიდა წესებს.

Twitter-მა გვერდი Team Trump ვიდეოს გავრცელების გამო სრულად დაბლოკა და Facebook-ის განცხადების მზგავსად აღნიშნა, რომ გვერდი არღვევდა სოციალური ქსელის შიდა წესებს და ავრცელებდა დეზინფორმაციას.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ვიდეო, რომელიც პრეზიდენტის შვილს ეკუთნოდა სოციალურმა ქსელებმა დაბლოკეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics