|
2015-09-08 12:50:50, 665 ნახვა
საზოგადოება
„საბას“ 2015 წლის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბას“ 2015 წლის გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდნენ. როგორც „ექსპრესნიუსს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს, გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდნენ: საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი - გიორგი წიკლაური, პიტერ აკროიდის „ლონდონი", თარგმანი (გამომცემლობა „აზრი"); საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა - მალხაზ ხარბედია, „ტექსტი და სიმართლე" (გამომცემლობა „აზრი"); საუკეთესო ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა - ირაკლი მახარაძე, „დიადი მუნჯი" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა); საუკეთესო თარგმანი - ხათუნა ცხადაძე - უმბერტო ეკოს „პრაღის სასაფლაო“ (გამომცემლობა „დიოგენე"); ლელა დუმბაძე - ვირჯინია ვულფის "გზა შუქურისკენ" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა). ჟიურის გადაწყვეტილებით, პიესის ნომინაციაში 2015 წელს, ლიტერატურული პრემია „საბა“ არ გაიცა. მათივე გადაწყვეტილებით, ჯილდო, რომელიც განსაზღვრული იყო პიესის ნომინაციისთვის, არ გაუქმდა და თარგმანის ნომინაციაში ორი გამარჯვებული გამოვლინდა: საუკეთესო პროზაული კრებული - გოგი ჩაგელიშვილი, „მხატვარი" (გამომცემლობა „ინტელექტი"); საუკეთესო პოეტური კრებული - პაატა შამუგია, „შიზოგადოება" (გამომცემლობა „ინტელექტი"); საუკეთესო რომანი - აბო იაშაღაშვილი, „როიალ-მერი" (გამომცემლობა „დიოგენე"); ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი - ქრისტიანე ლიხტენფელდი - ოთარ ჭილაძის რომანის „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ გერმანული თარგმანისთვის. პრემია - ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - ბესიკ ხარანაული დაჯილდოვდა. გამარჯვებულებს „თიბისი ბანკისაგან“ „საბას“ პრიზები და სოლიდური ფულადი პრემიები გადაეცათ. „საბას“ წლევანდელი დაჯილდოების ცერემონია 7 სექტემბერს ივანე მუხრანბატონის ისტორიულ სასახლეში გაიმართა. ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა თბილისის სიმფონიურმა ორკესტრმა, ვატო კახიძის ხელმძღვანელობით. ლიტერატურული პრემია „საბა“ 2003 წელს დაფუძნდა თიბისი ბანკისა და პენ ცენტრის მიერ. პრემიის მიზანია გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და წლის საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა. „საბას“ პრემიის ლაურეატები სხვადასხვა წლებში გახდნენ ჭაბუა ამირეჯიბი, ანა კალანდაძე, ვახუშტი კოტეტიშვილი, გურამ დოჩანაშვილი და სხვა.
(R)
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა
სააკაშვილი: „რეფორმატორთა საბჭოს“ შექმნა ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებას
საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ჰააგის დეკლარაციის კენჭისყრის დარბაზი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)