|
2015-09-07 17:51:43, 734 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონს შეხვდა, რომელიც უფლებამოსილების შესრულებას მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყებს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ასევე დაესწრო მსოფლიო ბანკის ყოფილი რეგიონული დირექტორი ჰენრი კერალი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პასუხისმგებელი პირები. შეხვედრაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად მიმოიხილა პროექტები, რომლებიც საქართველოში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს. საუბარი ასევე წარიმართა არსებულის განვითარებასა და ახალი პროექტების ინიცირებაზე, რომლებიც მიმართული იქნება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე. ბანკის ახალმა რეგიონულმა დირექტორმა მერსი ტემბონმა გამოხატა დადებითი დამოკიდებულება არსებული პროექტების მიმდინარეობის მიმართ და შემდგომი ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მსოფლიო ბანკი კვლავ აქტიურად გააგრძელებს საქართველოში დაწყებული პროექტებისა და მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების მხარდაჭერას.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)