|
2020-07-31 13:44:54, 3435 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ბერაია - პოლიტიკა და მართლმსაჯულება ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში ერთმანეთისგან გამიჯნულია და ასე ხდება საქართველოშიც
გიორგი რურუა არ არის და არც შეიძლება იყოს პოლიტპატიმარი, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოში პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნის პრაქტიკა 2012 წელს დასრულდა. „საქართველოში პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა და ეს მანკიერი პრაქტიკა 2012 წლის ნოემბერში დასრულდა და ეს დრო, ჩვენს ქვეყანაში, არასოდეს არ დაბრუნდება. მისი, ეგრეთ წოდებულ, პოლიტპატიმრად მოხსენიებას, ეს რა თქმა უნდა, არის ოპოზიციის სპეკულაციები. 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთმა ფასილიტატორმა, გერმანიის ელჩმა ძალიან მკაფიოდ განმარტა, რომ გიორგი რურუას სახელი, ისევე როგორც არც სხვა სახელები და არც ერთი კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე არ ფიგურირებდა შეთანხმებაში და ის რაც შეთანხმებაში არ ეწერა, მისი ნაწილი ვერ იქნებოდა. სამართლებრივ სახელმწიფოში ვერც ერთ შეთანხმებაში ვერ ჩაიწერება მართლმსაჯულებაში ჩარევის შესაძლებლობა. პოლიტიკა და მართლმსაჯულება ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში ერთმანეთისგან გამიჯნულია და ასე ხდება საქართველოშიც. პოლიტიკურ პოლარიზაციას განაპირობებს არა კრიმინალების ციხეში ყოფნა, არამედ მათი პოლიტიკაში ყოფნა“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტის მიერ გიორგი რურუას შეწყალების შესახებაც ისაუბრა და საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოების რიგი პოლიტიკოსების მხრიდან პრეზიდენტის მისამართით გაკეთებულ მოწოდებებზე კომენტარი გააკეთა. „რაც შეეხება დამნაშავის შეწყალების საკითხს - ეს არის პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება და ამასთან დაკავშირებით თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი, ეს მასზეა დამოკიდებული. შეწყალებასთან დაკავშირებით ჩვენ ვიცით ბატონი კუბილიუსის პოზიციები და ახალი არ არის. თავისთავად ჩვენი პოზიციები ამ საკითხის გარშემო არაერთხელ დავაფიქსირეთ. მართლმსაჯულების პოლიტიზირება საქართველოში არ ხდება, ეს ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს და კანონის უზენაესობის პრინციპებს, ასეთი არის დღეს სამართლებრივი სახელმწიფო - საქართველო. შეწყალების საკითხი არ არის არავის გადასაწყვეტი გარდა პრეზიდენტისა. ხელისუფლების დანაწილების, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებიდან გამომდინარე, საქართველოში მართლმსაჯულების სისტემაში რაიმე ფორმით ჩარევის არანაირი ბერკეტი, შესაძლებლობა და სურვილი არ არსებობს“, - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)