|
2015-09-07 12:41:04, 538 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: ამა თუ იმ ქვეყნის მხოლოდ აგრესორად აღიარება, საქართველოს პრობლემებს ვერ მოაგვარებს
პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის შეფასებით, კონფერენციის „ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები , თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში“ თბილისში ჩატარება, ნიშნავს, რომ საქართველოში არსებული პრობლემები არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანას, არამედ მთელს ევროპულ და დემოკრატიულ სამყაროს ეხება. „კონფერენცია ეძღვნება ევროპის უსაფრთხოებას, ევროპის მთლიანობას და ის ტარდება თბილისში. ეს არის იმის დასტური, რომ საქართველო არის ევროპული ცხოვრების შემადგენელი ნაწილი და კონფერენცია თბილისში ეძღვნება არა მხოლოდ ქართულ პრობლემებს, არამედ ევროპის უსაფრთხოებისა და მთლიანობის პრობლემებს. ეს არის იმის გააზრება, საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან, რომ საქართველოს პრობლემები არის არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის, არამედ ეს არის მთელი ევროპისა და დემოკრატიული სამყაროს პრობლემა. სწორედ ამ კონტექსტშია განხილული ძალიან ბევრი საკითხი, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობის და ყველა, ვინც საქართველოში ჩამოდის, ვისაც უცხოეთში ვხვდებით, მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო ატარებს ძალიან პრინციპულ, გონივრულ და სწორ პოლიტიკას როგორც მეგობრებთან ურთიერთობაში, ევროპასთან, აშშ-სთან, ისე მტრებთან“, - აღნიშნა უსუფაშვილმა. მისივე თქმით, ქვეყნის პოლიტიკა მტრებთან და მეგობრებთან მიმართებაში უნდა იყოს სწორი და ამა თუ იმ ქვეყნის მხოლოდ აგრესორად აღიარება, საქართველოს პრობლემებს ვერ მოაგვარებს. „ევროპასთან, აშშ-სთან, ნატო-სთან, ევროკავშირთან ერთად, ჩვენ დავძლევთ ამ პრობლემებს. ცალკე და მარტო, რა თქმა უნდა ვერ გავუმკლავდებით. ამიტომ არის აუცილებელი ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება, ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება, ვარშავის სამიტზე ნატოსთან ურთიერთობაში მნიშვნელოვნი ნაბიჯის წინ გადადგმა, ჩვენ ამ ყველაფრის წინაპირობა გვაქვს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)