07:22 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-30 11:40:56, 3729 ნახვა

კომენტარი
სამადაშვილი რურუას განაჩენზე - კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლება აღარ არსებობს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, გიორგი რურუას ბევრად ნაკლები დრო დარჩა ციხეში გასატარებლად, ვიდრე აქამდე გაატარა, რადგან ოქტომბერში ხელისუფლება შეიცვლება.

როგორც მან აღნიშნა, დღევანდელმა გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლება აღარ არსებობს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლება აღარ არსებობს. ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა აქ. ბიძინა ივანიშვილს ძალიან მძიმედ დაუჯდება ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ასპარეზზე. მინდა ვთქვა, რომ გიორგი რურუას ბევრად ნაკლები დრო დარჩა ციხეში გასატარებლად, ვიდრე აქამდე გაატარა. ნოემბრიდან ზის ციხეში, ოქტომბერში ჩვენს ქვეყანაში აუცილებლად შეიცვლება ხელისუფლება. ჩვენ შევქმნით ისეთ პოლიტიკურ გარემოს ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური პატიმრები აღარ იქნებიან და გიორგი რურუა, რა თქმა უნდა, საპარტიმროს დატოვებს სულ რამდენიმე თვეში, მაგრამ ძალიან დამაზიანებელია ჩვენი სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის ის, რაც მოხდა დღეს აქ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ უბრალოდ სასამართლო როგორც ასეთი, ქვეყანას არ აქვს და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მიტაცებული აქვს რუსულ ოლიგარქიულ რეჟიმს, რომელზეც გვაფრთხილებენ ჩვენი მეგობრები კონგრესში, სენატში და ევროპარლამენტში. ქართველმა ხალხმა ეს ყველაფერი ერთად უნდა დაასრულოს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გზით რამდენიმე თვეში. ეს არის ის რეალობა, რომელიც ჩვენს წინაშეა“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics