16:44 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-07 10:54:19, 630 ნახვა

საზოგადოება
ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება

საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა შეემატება.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა შატილსა  და მუცოში ის ტერიტორიები დაათვალიერა, სადაც  ადმინისტრაციული შენობა და ვიზიტორთა ცენტრი აშენდება.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირიქითა ხევსურეთში სოფელ  როშკაში საინფორმაციო ცენტრი ამოქმედდება, სადაც ვიზიტორებს საშუალება ექნებათ ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიის ტურისტული სერვისებისა და ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაცია მიიღონ.

 უწყების ცნობით, პროექტი გერმანიის მთავრობისა და გერმანიის განვითარების ბანკის KFW-ს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.  ადმინისტრაციული შენობისა და ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა  2016 წლის აგვისტოსთვის დასრულდება.

„ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნა  ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას რეგიონში. ვიზიტორების რაოდენობის ზრდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებით შემოსავლებს  უზრუნველყოფს“, – აცხადებენ სამინისტროში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა
სააკაშვილი: „რეფორმატორთა საბჭოს“ შექმნა ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებას
საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ჰააგის დეკლარაციის კენჭისყრის დარბაზი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics