14:51 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-23 13:14:09, 3742 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - „ფრონტერას“ საქმიანობის ზოგადი სტილია, რომ ვალდებულებებს არ ასრულებს

„ფრონტერას" აქვს საკმაოდ სერიოზული ფინანსური პრობლემები. აქ საუბარია არა „ფრონტერა საქართველოზე", არამედ „ფრონტერა ჯგუფზე“, - ამის შესახება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, „ფრონტერა ჯგუფში" გარკვეული ხნის წინ ლიკვიდატორი დაინიშნა, სახეზეა ვალაუვალობის ნიშნები და მას საკმაოდ ბევრი კრედიტორი ჰყავს. 

მინისტრის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კორპორაციამ მიიღო შეტყობინება იმის შესახებ, რომ ერთ-ერთმა კრედიტორმა ამერიკულმა კომპანიამ „ფრონტერას" მოუგო სასამართლო დავა და ახლა აუქციონზე მისი კუთვნილი ქონების აღსრულება იწყება. საუბარია ნავთობისა და გაზის მილებზე.

„როგორც ჩანს, ესაა „ფრონტერას" საქმიანობის ზოგადი სტილი და პრობლემა, რომ თავის ვალდებულებებს არ ასრულებს და ეს პრობლემაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში," - განაცხადა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics