|
2020-07-23 10:45:22, 1639 ნახვა
საზოგადოება
იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში: დღეს, ვხედავთ შთამბეჭდავი და შესანიშნავი წარმატების ისტორიას, თუ როგორ ებრძვის საქართველო პანდემიას
„დღეს, ვხედავთ შთამბეჭდავი და შესანიშნავი წარმატების ისტორიას, თუ როგორ ებრძვის საქართველო პანდემიას“, - ამის შესახებ იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტადაჰარუ უეჰარამ საქართველოსა და იაპონიის მთავრობებს შორის, დაახლოებით, 2.8 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის არასაპროექტო გრანტის თაობაზე შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ განაცხადა. მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმ შედეგებს, რომელსაც საქართველომ მიაღწია COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით და იმედი გამოთქვა, რომ იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსებით შეძენილი მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურა გააძლიერებს ქვეყნის ჯანდაცვის სექტორს. „დღეს, ხელი მოვაწერეთ ნოტებს, რათა საქართველოს გადავცეთ მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურა, რომლის ღირებულებაა 300 მილიონი იაპონური იენი, დაახლოებით, 2.8 მილიონი აშშ დოლარი. რთული გეოპოლიტიკური და ეკონომიკური პირობების მიუხედავად, დღეს, ვხედავთ შთამბეჭდავი და შესანიშნავი წარმატების ისტორიას, თუ როგორ ებრძვის საქართველო პანდემიას. ასე რომ, მოხარული ვარ, მივულოცო საქართველოს მთავრობასა და ხალხს პანდემიის პერიოდში გამოჩენილი სოლიდარობა. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი წარმატების ისტორია დაეხმარება საქართველოს, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის გლობალურ ძალისხმევაში. იაპონიის მხარდაჭერა არ არის ერთჯერადი ხასიათის. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოს გრძელვადიან ეკონომიკურ სტაბილურობასა და მედეგობას. ადამიანის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, იაპონიის მთავრობამ ბოლო 20 წლის განმავლობაში 180-ზე მეტი პროექტი დააფინანსა. იაპონია კვლავაც განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას, მისი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის, რათა არც ერთი ადამიანი არ დარჩეს საბაზისო საჭიროებების მიღმა, ხოლო საქართველომ მიაღწიოს მდგრად განვითარებას. გარდა ამისა, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მხარდაჭერა, ხელს შეუწყობს საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობას. იაპონელი ხალხის სახელით, გთხოვთ მიიღოთ ეს სამედიცინო ტექნიკა იაპონელი ხალხისგან ქართველი ხალხის მიმართ მეგობრობის ნიშნად“, - აღნიშნა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტადაჰარუ უეჰარამ.
პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის მიერ კაშხლების, გაზსადენებისა და ელექტროსადგურების საბოტაჟისთვის ემზადებიან
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციური პარტია იაბლოკო დუმის არჩევნებიდან მოხსნა
ადვოკატმა უარი თქვა თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის დაცვაზე
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)