|
2020-07-16 10:37:16, 2821 ნახვა
საზოგადოება
ნინო ცაციაშვილი შსს-ს გამომძიებლებისთვის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე გამართული კასკადური ტრენინგების გახსნას დაესწრო
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ნინო ცაციაშვილი, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილესთან - ვაჰაგ მურადიანთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებისთვის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სამართლებრივი და ფსიქოლოგიური ასპექტების შესახებ გამართული ტრენინგის გახსნას დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა მართლმსაჯულების სისტემაში მოხვედრილი არასრულწლოვნების უფლებებისა და ინტერესების დაცვის მექანიზმის გაუმჯობესების და ამ მიმართულებით სამართალდამცველთა შესაძლებლობების გაძლიერების მნიშვნელობაზე. ნინო ცაციაშვილმა ევროპის საბჭოს აქტიური მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. ტრენინგის მონაწილეებს, ასევე, სიტყვით მიმართა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ - ვაჰაგ მურადიანმა და აღნიშნა, რომ ევროპის საბჭო მზაობას გამოთქვამს მხარდაჭერის და გამომძიებელთა შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით სწავლებების გაგრძელების შესახებ. აღნიშნული ტრენინგი ევროპის საბჭოს პროექტის - "არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა" - ფარგლებში იმართება. ტრენინგ-მოდული ეფუძნება ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების სასწავლო მასალას და დატვირთულია როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული ასპექტებით. შინაგან საქმეთა სამინისტრო ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში გამომძიებელთა კომპეტენციისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით.
პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის მიერ კაშხლების, გაზსადენებისა და ელექტროსადგურების საბოტაჟისთვის ემზადებიან
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციური პარტია იაბლოკო დუმის არჩევნებიდან მოხსნა
ადვოკატმა უარი თქვა თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის დაცვაზე
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)