|
2020-07-16 10:18:08, 9526 ნახვა
სხვადასხვა
ქავთარაძის N72-ში ახალი დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში და ადგილობრივების თხოვნის შესაბამისად, ქავთარაძის N72-ში დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს. სკვერში განთავსდება საბავშვო ზონა კომპლექსური ატრაქციონებით, დამონტაჟდება სხვა შესაბამისი ურბანული ავეჯი, დაირგვება მცენარეები. სამუშაოების მიმდინარეობისას ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე შეხვდა. „გარკვეული დროის განმავლობაში, ამ მისამართზე მოსახლეობას სხვადასხვა თხოვნა ჰქონდა. შედგა რამდენიმე შეხვედრა. ადგილობრივების აქტიური ჩართულობით და მათი შეხედულებების გათვალისწინებით, დაიგეგმა რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი. მალე ეზოში კეთილმოეწყობა დასასვენებელი სივრცე, ასევე, განახლდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სხვა საერთო ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, აღნიშნული პროექტების დაფინანსების შედეგად, მათ საერთო ანგარიშზე დაგროვდება გარკვეული თანხა, რასაც ასევე, საკუთარი საერთო ქონების მოწესრიგებას მოახმარენ”, - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ. კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცის მოწყობის პროექტის ღირებულება 125 500 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, ამავე მისამართზე გამგეობის მიერ დაფინანსდა კორპუსის ოთხივე სადარბაზოს საერთო სარგებლობის კიბეების განახლება, რაზეც გამგეობის ბიუჯეტიდან 35 000 ლარი დაიხარჯება და წყალარინების ქსელის რეაბილიტაციია, რაზეც 5 000 ლარია გამოყოფილი. კორპუსების უკანა ფერდობზე კი, კიბის მოწყობაა დაგეგმილი.
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)