02:09 - 11 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-15 12:01:22, 1570 ნახვა

საზოგადოება
საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების ფარგლებში, ფოთის პორტში, 3 030 ტონა ხორბლით დატვირთული გემი შემოვიდა

გლობალური კრიზისისა და COVID-19 პანდემიის პირობებში, საქართველო, როგორც ამიერკავკასიის ძირითადი სატრანზიტო რეგიონი საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვებს სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით შეუფერხებლად ახორციელებს.  

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ელგუჯა ბერანძე გემს ნავსადგურში დახვდა და საბაჟო კონტროლის პროცედურებს ადგილზე გაეცნო. 

აღსანიშნავია, რომ  ნავსადგურში შემოსვლისას შემოსავლების სამსახურის ექიმ ეპიდემიოლოგს თავდაპირველად წარედგინება დოკუმენტაცია გემის სანიტარიული მდგომარეობის შესახებ და მხოლოდ წარმატებით დასრულებული კონტროლის შემდეგ, ხდება ხორბლის შესაბამისი ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლი, რაც ნიმუშის ადგილზე აღებას და მასალის სპეციალურ ლაბორატორიაში დათვალიერებას გულისხმობს. მარცვლეულის ხარისხის კონტროლის დასრულების შემდგომ, თუ ის აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მოხდება ხორბლის გემიდან გადმოტვირთვა,  სატვირთო სატრანასპორტო საშუალებებში განაწილება, აწონვა და იმპორტიორის საწყობში განთავსება.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს პორტებში შემომსვლელი გემებისთვის გამკაცრებულია კონტროლის პროცედურები. 

კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე დაიშვებიან მხოლოდ, საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები და მათ შემოსავლების სამსახურის ექიმი ეპიდემიოლოგების მიერ  უტარდებათ მიზნობრივი ტესტირება, როგორც ანტიგენზე, ასევე ანტისხეულებზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის მიერ კაშხლების, გაზსადენებისა და ელექტროსადგურების საბოტაჟისთვის ემზადებიან
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციური პარტია იაბლოკო დუმის არჩევნებიდან მოხსნა
ადვოკატმა უარი თქვა თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის დაცვაზე
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics