05:20 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-14 11:25:02, 1175 ნახვა

საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი RS CAR ქედაში რეგისტრირებულ გადასახადის გადამხდელებს მოემსახურა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი RS CAR ქედაში რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტებს  ადგილზე მოემსახურა. მომსახურების დეპარტამენტის თანამშრომლებმა მეწარმეებს, ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული კომპენსაციებისა და საგადასახადო შეღავათების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მათთვის საინტერესო კითხვებს უპასუხეს.

შემოსავლების სამსახურის  წარმომადგენლებმა გადამხდელებს პროგრამული უზრუნველყობა https://www.rs.ge/kompensacia  წარუდგინეს, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს თავად გადაამოწმოს კომპენსაციის მიმღებთა რეესტრი.

მოძრავი სერვისცენტრის დახმარებით, გადასახადის გადამხდელს შესაძლებლობა აქვს, ადგილზე მიიღოს ისეთი ელექტრონული სერვისები როგორიცაა:  კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის სხვადასხვა ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, ავტორიზაციის შემდგომ განაცხადების მიღება,  ასევე მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება/გაუქმება და ა.შ.

შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი (მიკროავტობუსი) აღჭურვილია ყველა თანამედროვე ტექნიკური საშუალებით, რათა გადასახადების გადამხდელებმა შეძლონ,  დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სხვადასხვა სახის ელექტრონული სერვისი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics