|
2020-07-10 17:12:21, 3063 ნახვა
საზოგადოება
შაქარაშვილის ოჯახის პოზიციაა, ყველა დამნაშავე მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის გამო
გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ოჯახის პოზიციაა, რომ ყველა დამნაშავე, მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის გამო. როგორც ნიკოლაძემ განაცხადა, პროკურატურის მიერ შემოთავაზებული მუხლის კვალიფიკაცია სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა ოჯახი კონკრეტული დამნაშავეების დასჯას ითხოვს. „ამ ექსპერტიზის დასკვნით ცალსახად არის დადასტურებული, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს. მოკლეს ჩვენი შვილი და შემდგომში ის გადააგდეს მდინარე არაგვში. ყველა დაზიანება, დაახლოებით 12 სახის, ბავშვს მიყენებული აქვს სიცოცხლის პერიოდში, რაც ადასტურებს იმას უტყუარად, რომ ბავშვის მიმართ ადგილი ქონდა ფიზიკურ ძალადობას, რასაც შემდგომში მოჰყვა გიორგი მდინარეში გადაგდება. წარმოუდგენელია და გამორიცხულია ის, რომ ეს დაზიანებები, რომელიც ექსპერტიზის დასკვნაშია აღნიშნული მიდგეს ადამიანს თუნდაც იმ ფერდობზე ჩაგორებით, სირბილის დროს ან წაქცევის დროს. ეს არის წარმოუდგენელი, რადგან დაზიანებები არის დაწყებული სახის არიდან დამთავრებული ტანის არეში, ხელების მიდამოებში და ყველგან. შესაბამისად, ოჯახს დღეიდან ექნება კატეგორიული პოზიცია საქართველოს გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წინაშე, რომ ყველა დამნაშავე უნდა მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის გამო. ეს კვალიფიკაცია, რომელიც უკვე შემოგვთავაზა პროკურატურამ, ბუნებრივია, კარგია. ეს არის სისხლის სამართლის სწორი კვალიფიკაცია, თუმცა ჩვენ ვითხოვთ კონკრეტული დამნაშავეების დასჯას ამ მუხლით ანუ საქართველოს სისხლის სამართლის 109-ე მუხლით. შესაბამისად, ველოდებით როდის იქნება წარდგენილი კონკრეტული ბრალდებები გამოძიების ფარგლებში და როდის დაისჯებიან დამნაშავეები გიორგის განზრახ მკვლელობის გამო“, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ. ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედრის ექსპერტიზის პასუხი დღეს გახდა ცნობილი. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)