14:25 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-10 16:47:52, 3195 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ, მერი თურმანიძეს საიუბილეო თარიღი მიულოცა

დაბადებიდან 70 და საბიბლიოთეკო ცხოვრებაში მოღვაწეობის 50 წლის იუბილე მერი თურმანიძეს, შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ კულტურის ცენტრის ხელმძღვანელ მაკა მაკარაძესთან ერთად მიულოცა და სიმბოლური საჩუქარი გადასცა. 

,,ძნელია შეაფასო ის დიდი შრომა და ღვაწლი, რაც თქვენ მიგიძღვით ჩვენი თაობების სრულფასოვანი აღზრდის საკითხში. შესაშურია თქვენი სიყვარული პროფესიისა და წიგნის მიმართ, ენთუზიაზმი, უშრეტი ენერგია და პროფესიონალიზმი. დღევანდელი დღე არის თქვენი ღვაწლის დაფასება. გისურვებთ ჯანმრთელობას, ხალხის ულევ სიყვარულს და შემოქმედებით წარმატებებს, რომელიც არასოდეს მოგკლებიათ" – აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ. 

მერი თურმანიძე სოფელ წაბლანაში, კულტურული ტრადიციების მატარებელ ოჯახში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, ბიბლიოგრაფია - ბიბლიოთეკად მცოდნეობის სპეციალობით.

1970-წლიდან კულტურის სისტემაშია, მუშაობდა შუახევის სარაიონო ბიბლიოთეკის გამგედ, ცენტრალიზებული საბიბლიოთეკო სისტემის დირექტორად. ამჟამად კულტურის ცენტრის ბიბლიოთეკის მთავარი სპეციალისტია და აქტიურად მონაწილეობს კულტურულ - შემოქმედებით, ტრადიციულ, საზეიმო ღონისძიებებში.

საბიბლიოთეკო ქსელის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. არის ხალხური შემოქმედების ოლიმპიადის ლაურეატი, მიღებული აქვს მრავალი სიგელი, დიპლომი , პრიზი.

 
 
 
 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics