|
2020-07-10 14:25:21, 3067 ნახვა
საზოგადოება
დიღმის მასივის მეექვსე კვარტალში მოსასვენებელი სივრცე ეწყობა
დიდუბის რაიონის გამგეობა მოსასვენებელი სივრცეების მოწყობას განაგრძობს. დიღმის მასივის მეექვსე კვარტლის მერვე კორპუსის მიმდებარედ, 2 700 კვ.მ ფართობზე არსებული სივრცის მოწყობა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებული პროექტით ხორციელდება. ტერიტორიაზე განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა ინვენტარი, კეთდება საფეხმავლო ბილიკები, უკვე მოეწყო გარე განათების სისტემა. დაირგვება სხვადასხვა სახის ხე-მცენარე, მოეწყობა რულონური ბალახი სარწყავი სისტემით. მოსახლეობის თხოვნით, პატარებისთვის გაკეთდება საბავშვო სივრცე. პროექტს, დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გია კონსტრაქშენ“ 248 585 ლარის ღირებულების ფარგლებში ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი გაეცნო. დიდუბის გამგეობა მსგავსი ტიპის სამუშაოებს დამატებით კიდევ რვა მისამართზე ახორციელებს.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)