|
2020-07-03 11:26:28, 16102 ნახვა
ომი უკრაინაში
ეზუგბაია - კორონავირუსის ოთხივე ახალი შემთხვევა შემოტანილია და შიდა გადაცემას არ უკავშირდება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ოთხივე ახალი შემთხვევა შემოტანილია. მისი თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 23 პაციენტი მკურნალობს, მათგან არც ერთის მდგომარეობა არ არის მძიმე. „დღევანდელი მონაცემების შეჯერებით, გამოჯანმრთელებულთა პროცენტული მაჩვენებელი კვლავ 87%-ია. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 107 პაციენტი მკურნალობს. ეს 4 ახალი შემთხვევა, ყველა არის შემოტანილი შემთხვევა, არც ერთი არ არის შიდა გადაცემით გავრცელებული. 2 გახლავთ სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, 2 კი გახლავთ ჩვეულებრივად, სხვა ქვეყნებიდან შემოსული მოქალაქე. ჩვენს ცენტრში კვლავ 23 დადასტურებული შემთხვევაა, რადგან დაგვემატა 1 ახალი დადასტურებული პაციენტი და 1 გამოჯანმრთელდა. ეს ახალი პაციენტი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდა და ეს დიაგნოზი საკარანტინო სივრცეში დაუდასტურდა. მისი მდგომარეობა არ არის მძიმე, საშუალო სიმძიმისაა. ყველა პაციენტი, რომელიც ამჟამად ჩვენს ცენტრში მკურნალობს, მათი მდგომარეობა არ შეცვლილა, სიმძიმის შეფასებით ძირითადად საშუალო და მსუბუქი სიმძიმის არიან“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)