03:10 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-02 17:44:55, 3866 ნახვა

პოლიტიკა
კანდელაკი - ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დათმობა „ქართული მარშისთვის“, ქვეყნის ნებისმიერი პატრიოტი მოქალაქისთვის შეურაცხმყოფელია

ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დათმობა „ქართული მარშისთვის“, ქვეყნის ნებისმიერი პატრიოტი მოქალაქისთვის შეურაცხმყოფელია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა.

კანდელაკი მიმართავს განათლების, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, რათა არ მოხდეს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ღონისძიების გასამართად ნებართვის გაცემა „ქართული მარშისთვის“.

„მსურს „ევროპული საქართველოს“ სახელით გამოვეხმაურო ცნობას, რომ საგურამოში მდებარე ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი დაეთმო ექსტრემისტულ, პრო-რუსულ და „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულ ძალადობრივ დაჯგუფებას ქართულ მარშს, რაც თავისთავად შეურაცხმყოფელია ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი პატრიოტი მოქალაქისთვის. ილია ჭავჭავაძე იყო ამ ქვეყნის ისტორიაში მთავარი ლიბერალი და მედასავლეთე, ვინც დაუსახა საქართველოს გზა დასავლურ ოჯახში დაბრუნებისკენ.

მინდა მივმართო განათლების, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, რომ არ მოხდეს ამ ნებართვის გაცემა და არ მიეცეს უფლება ამ ანტიდასავლურ დაჯგუფებას გამართოს ეს სამარცხვინო ღონისძიება ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში. ცხადია, რომ სიტყვისა და გამოხატვის, თავისუფლების კანონით ყველას აქვს გამოხატვის უფლება, მათ შორის ამ ჯგუფსაც, მაგრამ საზოგადეობის უმრავლესობის უფლებაა მოითხოვოს ეს მუზეუმი არ დაეთმოთ. ე.წ. ქართული მარში არის არა მხოლოდ ძალადობრივი, არამედ „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული, ისინი გამოდიოდნენ საერთო კამპანიით საპრეზიდენტო არჩევნების დროს“, - განაცხადა კანდელკმა.

შეგახსენებთ, რომ საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ,,ქართული მარშის” დამფუძნებელი ყრილობა გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics