|
2020-07-02 11:00:00, 1815 ნახვა
საზოგადოება
„ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ კამპანიის ფარგლებში - ეკატერინე ტიკარაძე აჭარის რეგიონის ბიზნეს სექტორს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კამპანიის „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ ფარგლებში ეკატერინე ტიკარაძე მშენებლობის და ტურიზმის მიმართულებით აჭარის რეგიონის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ღონისძიების მიზანს ეკონომიკის გახსნისა და შრომის უსაფრთხოების კულტურის ხელშეწყობის მიმართულებით ბიზნეს სექტორის ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა, განსაკუთრებით მშენებლობისა და ტურიზმის მიმართულებით. ეკატერინე ტიკარაძემ ხაზი გაუსვა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის როლს და ფუნქციას სამუშაო ადგილებზე თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით. „2019 წელს გვქონდა კარგი შედეგი სამშენებლო სფეროში - 24%-ით შემცირდა ლეტალობა სამუშაო ადგილებზე, ხოლო 2020 წლის პირველ ნახევარში - 35%-ით. ეს ამტკიცებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერა შრომის ინსპექციის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის.“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. მინისტრის თქმით, კოვიდ 19-ის გავრცელების დროს შრომის ინსპექციამ უპრეცედენტო სამუშაო გასწია გაიდლაინების და რეგულაციების შემუშავებით. ეკონომიკური საქმიანობის ეფექტურად ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის მიერ გატარებული ზომების კომბინირებული აღსრულება, არა მხოლოდ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ასევე შრომის უსაფრთხოების კულტურის ხელშეწყობის თვალსაზრისით. „საქართველო იყო აშშ-ს შემდეგ მეორე ქვეყანა, რომელმაც შეძლო და თითქმის ყველა მიმართულებით შეიმუშავა გაიდლაინები, რამაც მოგვცა საშუალება გაგვეაქტიურებინა ჩვენი ეკონომიკური საქმიანობა. დღეს თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა უზრუნველყოფს დასაქმებული პირის უსაფრთხოებას და რა თქმა უნდა, შემდგომ უკვე თავისი მომხმარებლის უსაფრთხოებას“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ მინისტრმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს თანამშრომლობისთვის. „მინდა მადლობა გადავუხადო საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც ჩვენთან ერთად ინტენსიურად მუშაობდნენ კერძო სექტორთან, რის შედეგადაც დღეს ჩვენ ყველას დავანახეთ, რომ სახელმწიფო სტრუქტურას და შრომის ინსპექციას, შეუძლია იყოს კერძო სექტორის პარტნიორი და არა სადამსჯელო ორგანო. აქედან გამომდინარე, მე მოვუწოდებ ყველა ჩვენს პარტნიორ კერძო სექტორს უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ, რათა შევძლოთ და შევქმნათ თითოეული მოქალაქისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო.“ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ პრეზენტაცია გამართა შრომის ინსპექციის მიერ სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) პრევენციის თაობაზე შემუშავებულ რეკომენდაციებზე და ასევე სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების როლზე. ბექა ფერაძემ აპლიკაცია „მშენებლობის უსაფრთხოება“ წარადგინა. შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, GIZ=ის წარმომადგენელი ეკატერინე მესხიძე და რეგიონის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელეს- ორი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)