|
2020-07-02 10:32:43, 2019 ნახვა
საზოგადოება
დაცული ტერიტორიების განვითარების საუკეთესო ამერიკული გამოცდილების გაზიარების ტრენინგები წარმატებით დასრულდა
ტრენინგის „დაცული ტერიტორიების ინტეგრირებული მმართველობის და მართვის საორიენტაციო საფუძვლები“ 30 მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცათ. ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) პარტნიორობით, აშშ-ის შინაგანი დეპარტამენტის საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროგრამის წარმომადგენელმა პაატა შანშიაშვილმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები გადაამზადეს. ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა, იური ნოზაძემ და ხატია წილოსანმა, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორმა, პიტერ ვებლერმა და აშშ-ს შინაგანი დეპარტამენტის საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროგრამის წარმომადგენელმა, პაატა შანშიაშვილმა გადასცეს. ღონისძიება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, კავკასიაში პირველ დაცულ ტერიტორიაზე გაიმართა. „ამერიკის მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს როგორც საქართველოს მთავრობასთან, ისე კერძო სექტორთან დაცული ტერიტორიების გაძლიერებისა და ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით. საგრანტო პროექტი, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს დაცული ტერიტორიების მხარდაჭერა და თანამშრომლებისთვის საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილების გაზიარება, ხელს შეუწყობს ქვეყანაში ბიომრავალფეროვნების დაცვას და ეკოტურიზმის განვითარებას”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ. „ჩვენი პარტნიორობის მიზანია, საუკეთესო გამოცდილების გაზიარებით, დავეხმაროთ საქართველოს ეროვნულ პარკებს განვითარებაში. ეროვნული პარკები ეროვნული საგანძურია და პოტენციური წყაროა სამუშაო ადგილების შექმნისა და შემოსავლებისთვის", - განაცხადა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორმა, პიტერ ვებლერმა.
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელეს- ორი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)