10:26 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-01 11:11:03, 22294 ნახვა

ომი უკრაინაში
აშშ-ში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 47,000-ზე მატი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აშშ-ში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 47,000-ზე მატი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

სააგენტოს ცნობით, პანდემიის დაწყების დღიდან ეს ყველაზე დიდი ყოველდღიური მაჩვენებელია. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ეს რიცხვი შესაძლოა, გაორმაგდეს.

ამჟამად, აშშ-ში პანდემიის ახალ ეპიცენტრებს კალიფორნიის, ტეხასისა და არიზონის შტატები წარმოადგენს, სადაც კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული ზრდა ფიქსირდება.

„აშკარაა, რომ ჩვენ ახლა არ ვართ კონტროლირებად სიტუაციაში“, - ასე განუცხადა აშშ-ს სენატის კომიტეტს ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, დოქტორმა ენტონი ფაუჩიმ.

„შეწუხებული ვარ, რადგან ეს შეიძლება ძალიან ცუდი იყოს“,- ამბობს ის.

ფაუჩის თქმით, კორონავირუსის ახალ შემთხვევათა რაოდენობის ზრდამ ყოველდღიურად  შესაძლოა, 100,000-ს მიაღწიოს.

აშშ კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. COVID-19-ს ქვეყანაში 130 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
პუტინმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics