15:36 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-30 17:46:32, 3426 ნახვა

სამართალი
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი - უნდა გაირკვეს წყალში აღმოჩენამდე ეს ადამიანი ცოცხალი იყო თუ არა

„ექსპერტის სატელევიზიო განცხადების საფუძველზე ვერსიების აგება ნაადრევია - უნდა გაირკვეს წყალში აღმოჩენამდე ეს ადამიანი  ცოცხალი იყო თუ არა“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუთავი 2“-ის ეთერში ერთ-ერთი დაკავებულის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატმა, გიორგი ყიფშიძემ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ჰემატომა, რომელიც გიორგი შაქარაშვილს აღმოუჩინეს, შესაძლოა, როგორც მკვლელობით, ასევე უბედური შემთხვევის შედეგი იყო.

„მხოლოდ ექსპერტის სატელევიზიო განცხადებაზე ვერსიის აგება და გადაწყვეტა, რომ ეს მკვლელობაა, მე ვფიქრობ, რომ ნაადრევია. თუმცა, საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ, როცა დასკვნებს ვაცნობთ საზოგადოებას. დამატებითი კითხვები არ გამჩენია, ეს იყო მკვლელობა, თუ უბედური შემთხვევა. ორივე შემთხვევაში, შესაძლებელი იყო ამ ტიპის დაზიანებები ჰქონოდა მიცვალებულს. განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება იმ გარემოებას და იმ საექსპერტო დასკვნას, სადაც ცალსახად იქნება ნათქვამი, ეს ადამიანი წყალში რომ აღმოჩნდა, იყო გარდაცვლილი, თუ ცოცხალი“ , - განაცხადა გიორგი ყიფშიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics