|
2020-06-30 14:16:34, 4539 ნახვა
კომენტარი
შს მინისტრმა საქართველოს საზღვართან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ განმარტება გააკეთა
შინაგან საქმეთა მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს საზღვართან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ განმარტება გააკეთა. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ყველა მეზობელ სახელმწიფოსთან საზღვარი დაკეტილია. „მე მინდა, ყურადღება გავამახვილო ბოლო დროს სოცქსელებში გავრცელებულ ინფორმაციაზე, ასევე, პრესაშიც გავრცელდა, თითქოს საქართველოს საზღვარი გახსნილია, მით უმეტეს, აქცენტი გაკეთებული იყო, რომ რუსეთთან გახსნილია, შემოდიან რუსეთის მოქალაქეები, შემოდიან ავტომანქანებით. მე მინდა, სწორი ინფორმაცია მივაწოდო ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს მოსახლეობას. საზღვარი დაკეტილია ყველა მიმართულებით, როგორც ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე, რუსეთთან. მხოლოდ და მხოლოდ გახსნილია იმ შემთხვევაში, თუ არის ჩვენი მოქალაქე. თუმცა, შემოსვლის დროს ყველა მათგანი მიდის ორკვირიან კარანტინში. ესენი არიან, უმეტეს შემთხვევაში, ორმაგი მოქალაქეები საქართველოსი, აქვთ ორმაგი მოქალაქეობა, სტუმრებს, ვიზიტორებს, ვინც შემოდიან და არიან, რა თქმა უნდა, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც არიან მათი ან შვილები, ან მეუღლეები. ჩვენ უფლება არ გვაქვს, რომ ისინი შევაჩეროთ და გავაბრუნოთ უკან. თუ მშობლები არიან ორმაგი მოქალაქეები, შვილს ჩვენ ვერ დავტოვებთ სხვა ქვეყანაში. თუმცა, მას ხშირ შემთხვევაში არ აქვს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა. აქედან გამომდინარე, ხდება ეს, რაც, ვთქვათ, გავრცელდა სოცქსელებში, რომ დადიან რუსულნომრებიანი მანქანები და დადიან რუსეთის მოქალაქეები. ასევე, მინდა დამატებით გითხრათ, რომ არის დარჩენილი რუსეთის ძალიან ბევრი მოქალაქე, ვინც არ წავიდა ამ კორონავირუსის დაწყების შემდეგ და დარჩა საქართველოში. უკვე რამდენიმე თვე გამოდის აქ არიან, არ ტოვებენ ისინი ქვეყანას. ისინი ლეგალურად არიან აქ. უფლება აქვთ ჯერჯერობით იყვნენ, ანუ ვადა არ გასვლიათ საქართველოში ყოფნის უფლების. აქედან გამომდინარე, მათ იძულებით ვერ გავუშვებთ ქვეყნიდან“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
სახელმწიფოს ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, ეპარქია თავს იმართლებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)