01:06 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-26 21:47:35, 2086 ნახვა

პოლიტიკა
სამადაშვილი - „ქართული ონცება“ 8 მარტის შეთანხმების შეუსრულებლობით მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაზე უარს აცხადებს

„ქართული ონცება“ 8 მარტის შეთანხმების შეუსრულებლობით მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაზე უარს აცხადებს“ , - ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ დოკუმენტში ვრცლად იყო საუბარი გავრილოვის ღამეზეც და მის შედეგებზეც.

„ამ დოკუმენტში საუბარი არის ვრცლად, როგორც გავრილოვის ღამეზე და შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე, ასევე 8 მარტის შეთანხმებაზე და აღნიშნულია, რომ ამ შეთანხმების ნაწილია პოლიტპატიმარი გიორგი რურუას გათავისუფლება საპატიმროდან და შესაბამისად ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ არ არსებობს არანაირი ეჭვი, იმასთან დაკავშირებით, რომ 8 მარტის შეთანხმების პირობით გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს. მე ვერ წარმომიდგენია უფრო ძლიერი პოლიტიკური გზავნილი ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოკავშირისგან, ვიდრე მსგავსი საკანონმდებლო ინიციატივის დაყენება ამერიკის შეერთებული შტატების სენატში, რომელიც გვეუბნება, რომ დღეს 8 მარტის შეთანხმების ჩავარდნა პირდაპირ უქმნის საფრთხეს ჩვენ სტრატეგიულ ურთიერთობებს, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მე მინდა მოვუწოდო ქართულ ოცნებას და ივანიშვილს, ან თქვენ შეასრულებთ 8 მარტის შეთანხმებას გაათავისუფლებთ გიორგი რურუას და მოგვცემთ შესაძლებლობას მხარი დაუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ან თქვენ ღიად აცხადებთ, რომ მათ შორის სამხედრო მიმართულებით თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან აღარ არის პრიორიტეტული“,- განაცხადა სალომე სამადაშილმა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სენატორების დოკუენტში ნათქვამი იყო რომ შეთანხმების მიუხედავათ გიორგი რურუა ისევ პატიმრობაში რჩება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics