12:30 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-26 13:39:33, 1751 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, სამღერეთის ქუჩა N5-ში და ცოტნე დადიანის N34-ში დაზიანებულ სპორტულ მოედნებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მოეწყო ახალი ხელოვნური მწვანე საფარი, თანამედროვე ტიპის მავთულბადეები და რეაბილიტირდა ფეხბურთის კარები. თითოეული მოედნის ფართობი 630 კვ.მ-ია.

განახლებული მინი სტადიონები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად დაათვალიერა.

„ნაძალადევის რაიონში აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ამ ეტაპზე, ორი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დავასრულეთ. კიდევ ორ მისამართზე გრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ასეთი ტიპის პროექტები მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის. მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ მინი სტადიონების რეკონსტრუქციას“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

სამღერეთის ქუჩა N5-ში და ცოტნე დადიანის N34-ში შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 82 000 ლარი დახარჯა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – 12 აგვისტო, ერთი მხრივ, არის დიდგორის გამარჯვების დღე, მეორე მხრივ კი, 2008 წლის კაპიტულანტური შეთანხმების დღე
კალაძე რუს ბლოგერს არწმუნებდა, რომ რუსებს საქართველოში დაუვიწყარი დღეები ელით
ვადაგასული პროდუქცია და ჰიგიენის უხეში დარღვევები - „ანაკლიას“ საწარმოო პროცესი შეუჩერეს
სასკოლო ფორმის ყიდვა ნაღდი ფულით შეუძლებელი იქნება - სამინისტრომ რეალიზაციის წესი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics