15:40 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-25 18:06:12, 3782 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ სოფლის ექიმებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, მოადგილე რუსუდან შავაძესთან ერთად სოფლის ექიმებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განიხილეს ის საკითხები, რაც მოსახლეობის პირველადი ჯანდაცვის დონეზე სამედიცინო მომსახურეობის ხარისხის უზრუნველყოფასა და გაუმჯობესებას ეხება. ისაუბრეს არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე, და ამ მიმართულებით სამომავლოდ გასატარებელი ღონისძიებები დაგეგმეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სოფლის ექიმები, რომლებიც ემსახურებიან თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, საზაფხულო იალაღებზეც გაუწევენ სამედიცინო მომსახურებას ადგილობრივებს.

,,სოფლის ექიმებთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ მათ საჭიროებებზე და სამომავლოდ გასატარებელ ღონისძიებებზე. გამოიკვეთა, რიგი საჭიროებები, რომლის მოგვარებაში დახმარებას დავპირდი. თითოეულ ექიმს კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ეფექტური და მაღალი პროფესიონალური შრომისთვის, ასევე კორონავირუსის პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებებისთვის და ვუსურვო მომავალი წარმატებები თავიანთ საქმიანობაში“- აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ.

დღეის მდგომარეობით, შუახევის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას 12 ამბულატორია და 12 ექიმი ემსახურება.

 
 
 
 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა
სააკაშვილი: „რეფორმატორთა საბჭოს“ შექმნა ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებას
საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ჰააგის დეკლარაციის კენჭისყრის დარბაზი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics