|
2020-06-25 17:59:16, 2038 ნახვა
საზოგადოება
ჰომერის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
საბურთალოს რაიონში, ჰომერის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების შედეგად, 5 327 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება. აღნიშნულ მისამართზე უკვე 500 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო და ამ დროისთვის გზის საფუძვლის მომზადება მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე და საკრებულოს წევრი თინათინ ნიბლოშვილი გაეცნენ. „აღნიშნულ ქუჩაზე მოსახლეობას წლების განმავლობაში გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. ტერიტორიაზე უკვე მოეწყო სანიაღვრე ქსელი და დაიგება ორფენიანი ასფალტის საფარი. პროექტის დასრულების შემდეგ კი, კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. საგზაო სამუშაოებს კომპანია „ლ. ენდ ლ“ ასრულებს. პროექტი საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან დაფინანსებულია 600 000 ლარით.
პაპუაშვილი – 12 აგვისტო, ერთი მხრივ, არის დიდგორის გამარჯვების დღე, მეორე მხრივ კი, 2008 წლის კაპიტულანტური შეთანხმების დღე
კალაძე რუს ბლოგერს არწმუნებდა, რომ რუსებს საქართველოში დაუვიწყარი დღეები ელით
ვადაგასული პროდუქცია და ჰიგიენის უხეში დარღვევები - „ანაკლიას“ საწარმოო პროცესი შეუჩერეს
სასკოლო ფორმის ყიდვა ნაღდი ფულით შეუძლებელი იქნება - სამინისტრომ რეალიზაციის წესი დაამტკიცა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)