|
2020-06-23 14:25:32, 1675 ნახვა
კომენტარი
მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ არ ასრულებს საზოგადოებრივ დაკვეთას, ის ზრუნავს საკუთარ გეგმებზე
„ნაციონალური მოძრაობა“ არ ასრულებს საზოგადოებრივ დაკვეთას - ის ზრუნავს საკუთარ გეგმებზე, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. მდინარაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ყველა განაყოფით გავიდა 8 მარტის შეთანხმებიდან და იგნორირება გაუკეთეს, როგორც საზოგადოებას, ასევე ფასილიტატორ ელჩებს. „მიუხედავად წინა დღეების განმავლობაში არსებული უდიდესი სპეკულაციებისა, შევძელით, და იგივეს შევძლებთ მესამე მოსმენის დროსაც, მივიღებთ საქართველოს კონსტუტიციაში ცვლილებებს, რომელიც საზოგადოებრივი კონსესუსის თანახმად, ემსახურება დემოკრატიული ხარისხის გაუმჯობესებას. ცალსახად, გადაჭრით, ფაქტობრივ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ყველა განაყოფით, გავიდა 8 მარტის შეთანხმებიდან, აქედან გამომდინარე, მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა პირველ რიგში, ქართული საზოგადოების წინაშე და ყველა ხელმომწერი მხარის წინაშე, რომლებიც 8 მარტის შეთანხმებას აწერდა ხელს, ასევე მათ იგნორირება გაუკეთეს ფასილიტატორი ელჩების მოწოდებას, რომ ყველა ხელმომწერ მხარეს მხარი დაეჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. ეს ადამიანები არა საზოგადოებრივ დაკვეთას ასრულებენ, არამედ საკუთარ გეგმებზე ზრუნავენ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)