|
2020-06-23 13:21:35, 1573 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - რადიკალურ ოპოზიციას დაახლოებით, 1 საათი აქვს, რათა გადაწყვეტილება შეცვალონ და მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს
რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, დაახლოებით, 1 საათი იმისთვის, რომ შეცვალონ გადაწყვეტილება და მხარი დაუჭირო საკონსტიტუციო ცვლილებებს, - ამის შესახებ პარლამენტის ტავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლეობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მდინარაძე - რადიკალურ ოპოზიციას დაახლოებით, 1 საათი აქვს, რათა გადაწყვეტილება შეცვალონ და მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს მისივე თქმით, დღესაც, კონცენტრირება მთავარ საკითხზე, რომელსაც ჰქვია საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღება არის იმდენად პრიორიტეტული, იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ყველა დანარჩენი საკითხი შეიძლება მეორეხარისხოვნადაც კი შეიძლება მივიჩნიოთ. „ბოლო დღეების განმავლობაში, იმ მთავარ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც არის ვნებათაღელვის საგანი და რომელზეც ვკონცენტრირდებით ბოლო 3 კვირის განმავლობაში, ბევრი განცხადება ვნახეთ, მათ შორის, შეიძლება ვთქვათ, ტოპ ათეულში პირველ ადგილზე იყო ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ გადავარჩინეთ საკონსტიტუციო ცვლილებებიო, როდესაც მათ გარეშეც, მაგალითად იმ დღეს ვნახეთ, რომ 116 ხმა ჰქონდა. თუმცა ეს დღეს მეორეხარისხოვანია. მე ვფიქრობ, რომ დღესაც კონცენტრირება მთავარ საკითხზე, რომელსაც ჰქვია საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღება, არის იმდენად პრიორიტეტული, იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ყველა დანარჩენი საკითხი შეიძლება მეორეხარისხოვანადაც კი მივიჩნიოთ, ამიტომ დღეს უმრავლესობის წარმომადგენლები უარს ვამბობთ კონკრეტული პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაზე. მხოლოდ და მხოლოდ ერთ მოწოდებას შევუერთდები, რომ კიდევ აქვთ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, დაახლოებით, 1 საათი იმისთვის, რომ შეცვალონ გადაწყვეტილება და მხარი დაუჭირო საკონსტიტუციო ცვლილებებს. ეს იქნება კიდევ უფრო ფართო კონსენსუსი, თუმცა ყველა ვხედავთ, რომ ამის გარეშეც საკონსტიტუციო ცვლილებებს აქვს მაქსიმალური მხარდაჭერა მათ გარდა და დარწუნებული ვარ, იმავე რაოდენობის დეპუტატების მხარდაჭერით გავა. მას არანაირი პრობლემა არ შეექმნება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)